|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქუთაისის ისტორიული უბანის რეაბილიტაციას გეგმავს

ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან, ქუთაისის მერთან დავით ერემეიშვილთან და ხელოვნებათმცოდნეებთან ერთად ქუთაისის ისტორიული ნაწილის რამდენიმე ქუჩა, ბიბლიოთეკის ისტორიული შენობა და მოსწავლე ახალგაზრდობის პარკი დაათვალიერა.
შეხვედრის მიზანი იყო ნიუპორტისა და მიმდებარე ქუჩებზე ისტორიული შენობების ნაწილის რეაბილიტაციისა და გეგმარებითი-არქიტექტურული კონკურსის მოსამზადებელი საკითხების ადგილზე განხილვა. შეფასდა არსებული არქიტექტურული და კულტურული მემკვიდრეობის შენობების მდგომარეობა და განისაზღვრა ძირითადი მიმართულებები შემდგომი სამუშაოებისთვის.
მათი თქმით, ისტორიული შენობების აღდგენა და განახლება უმნიშვნელოვანესია ქუთაისის ურბანული იდენტობის, ტურისტული პოტენციალისა და კულტურული ცხოვრების შენარჩუნებისა და გაძლიერებისთვის
 
 
 
 

ავტორი: