|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მსურს, ქუთაისს და ფესტივალს ნიუ-იორკული გამოცდილება და დინამიკა შევმატო" - ანა ლეჟავა

27-29 ოქტომბერს ქუთაისი ჯორჯ ბალანჩინის სახელობის საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალს მასპინძლობს.  ფესტივალის ჟიურის ერთ-ერთი წევრი  ამერიკაში მცხოვრები ქართველი ბალერინა წევრი ანა ლეჟავა, რომელიც  ჯორჯ ბალანჩინის სახელს პოპულარიზაციას უწევს. "ნიუპრესი" გთვაზობთ ინტერვიუს ბალერინასთან.

 

-როგორ ვითარდებოდა თქვენი, როგორც ბალერინას კარიერა?

 -ძალიან გამიმართლა, რომ ქალაქ ნიუ-იორკში ვცხოვრობ. ეს ქალაქი არის ცეკვის მექა და შესაბამისად, ჩემი როგორც მოცეკვავის კარიერა საინტერესოდ ვითარდება. ამჯერად, თანამედროვე ბალეტის შესრულებით ვარ დაინტერესბული, კლასიკურ ბალეტში კი, როგორც რეპეტიტორი და პედაგოგი ვაგრძელებ მოღვაწეობას. სულ რამდენიმე თვის წინ ძალიან მნიშვნელოვანი კარიერული წინსვლა მოხდა. ხოზე ლიმონის ცეკვის კომპანიამ, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი თანამედროვე ცეკვის დასია ამერიკაში, მიმიწვია მათ ტრეინინგ პროგრამაში. ძალიან მოხარული ვარ, რომ ცეკვის ახალ ტექნიკას ვეუფლები. 

- გვითხრით თქვენს მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ?

-ჯორჯ ბალანჩინის სახელს ნამდვილად არ ჭირდება ამერიკაში პოპულარიზაცია. მას ყველა იცნობს, დიდი თუ პატარა. თუმცა  უკეთესობას ის რუსი ეროვნების გონია. ამიტომ, ერთი წლის განმავლობაში, როგორც საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა ამერიკაში, ჩემი მანდატის ფარგლებში ვაწარმოე კამპანია, რომ ამერიკელებისათვის ბალანჩინის ქართული ფესვები გამეცნო. კამპანიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზანს წაროდგენდა საქართველოს პოპულარიზაცია.

-ბალანჩინის სახელობის ფესტივალის ჟიური ბრძანდებით, რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და რამდენად მნიშვნელოვანია ფესტივალი ქალაქისთვის და ზოგადად ქვეყნისთვის?

 -მე ბალანჩინის გზას მივყვები. დიდი პატივია ჩემთვის ის,  რომ მასავით ცეკვის ხელოვნებას ვემსახურები და ვცხოვრობ ქალაქ ნიუ-იოკში, სადაც ბალანჩინს ასე აფასებენ და უყვართ. მსურს, რომ ქუთაისს და ფესტივალს ნიუ-იორკული გამოცდილება და დინამიკა შევმატო. რაც შეეხება ფესტივალის მნიშვნელობას, სიტყვებით აუწერელია ეს ქალაქ ქუთაისისათვის დს ზოგადად ქვეყნისთვის. კავკასიის მასშტაბით არ არსებობს ახალგაზრდული ცეკვის ფესტივალი და ქუთაისს აქვს პოტენციალი, რომ ამ  ინოვაციურ პროექტს უმასპინძლოს. სიმბოლურადაც დიდი დატვირთვა აქვს ამ ყველაფერს. ქუთაისი ხომ მე-20 საუკუნის უდიდესი ქორეოგრაფის ჯორჯ ბალანჩინის სამშობლოა.

-როგორც ვიცი, ფესტივალის ფარგლებში ვორქშოფის ჩატარებას აპირებთ, ამასთან დაკავშირებით რას იტყვით?

-ცეკვის ხელოვნება არის მუდმივად ცვლადებადი და განვითარების პრიცესში მყოფი. ცეკვაში ინოვაციები სწირედაც რომ  ნიუ-იორკში იბადება. შესაბამისად, სურვილი მაქვს, ჩავატარო ვორქშოფი, სადაც ახალგაზრდებს და ბავშვებს შევასწავლი ახალ ტრენდებს, როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე ბალეტში.

 

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა