|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის „ტორპედოს“ დაფინანსებაზე ინვესტორებმა უარი განაცხადეს

ქუთაისის საფეხბურთო კლუბ,  „ტორპედოს“ დაფინანსებაზე ინვესტორებმა უარი განაცხადეს. როგორც ცნობილი გახდა, კლუბის ხარჯებს თვეზე მეტია კვლავ ქუთაისის მერია აფინანსებს.

 რამდენიმე თვის წინ კლუბით არაერთი ინვესტორი იყო დაინტერესებული, მათ შორის ბიზნესმენ თემურ უგულავას ჯგუფი და მისი წარმომადგენელი ზაალ ჩაჩავა, ასევე ირანელ ინვესტორთა ჯგუფი.

„ნიუპრესის“ ინფორმაციით, ბოლო ინვესტორთან ყველა შეთანხმება ჩაშლილია.  რა მიზეზით განაცხადეს მათ უარი „ტორპედოს“ პატრონობაზე, ჯერჯერობით უცნობია. არსებული ინფორმაციით, პრობლემა ხარჯების სიდიდეს უკავშირდება.

 ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ "ნიუპრესთან" საუბარში განაცხადა, რომ კლუბი აუქციონის წესით გაიყიდება.

„მემორანდუმი 2017 წლის 1 იანვრამდე გაფორმდა ინვესტორთან, რომელმაც შეკრების და ეკიპირების ხარჯები  შეასრულა. ახლა 2017 წლიდან აუქციონზე გამოვიტანთ და ვისაც სურვილი ექნება, შეიძენს. ამ ეტაპზე, გუნდი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, თუმცა 2017 წლიდან ფონდი შეინახავს. არის რამდენიმე დაინტერესებული მხარე, თუმცა გარანტირებული სპონსორი არ ჩანს“,- განაცხადა ქუთაისის მერმა.

გუნდის მიმართ სპონსორების დაინტერესების შესახებ რამდენიმე თვის წინ  ქალაქის მერი  „ნიუპრესს“ ესაუბრა, თუმცა რა გახდა ახლა სიტუაციის შეცვლის მიზეზი, ამის შესახებ ქალაქის მერი არაფერს ამბობს.

 შეგახსენებთ, რომ „ტორპედო“ ახლახანს დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი გახდა.

 

ავტორი: ანუკა ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა