|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იოსებ ხახალეიშვილი - ჩემს ოჯახთან ერთად ვდგავარ თქვენ წინაშე ღირსებით და ხვალ ერთად მინდა, გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ქუთაისელ ამომრჩევლებს მიმართა.

„ჩემო ძვირფასო ქუთაისელებო! არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე საათი დარჩა და კიდევ ერთხელ მინდა მოგმართოთ: ქუთაისი - ჩემი, ჩვენი ქალაქია და ჩემი მთავარი მიზანი ამ ქალაქის და ჩემი თანაქალაქელების უკეთესი ხვალინდელი დღეა! ქუთაისი - მხოლოდ ლოკალური პროექტების თუ იდეების განსახორციელებელი ქალაქი არ არის, ის სახელმწიფოებრივი და საერთაშორისო ფორმატის შეხვედრების მასპინძელი უნდა გახდეს და ამისთვის ვიშრომებ თქვენთან ერთად! დიახ, ერთად ვაქცევთ ქუთაისს ფორუმების და ფესტივალების ჰაბად, ადმინისტრაციულ, კულტურულ და საგანმანთლებლო რეალურ ცენტრად, ისტორიულ ფუნდამენტზე დაყრდნობით, ტრადიციების და ინოვაციების ქალაქად! სამწუხაროდ, საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ბევრი შეურაცხყოფა და ბრალდება ვისმინეთ და ავიტანეთ მე და ჩემმა ოჯახმა - ქუთაისისთვის, დიახ! თუმცა ეს წვრილმანია ამ ქალაქის ისტორიაში და ასეც უნდა იყოს. მიუხედავად ამისა, ბოლომდე ღირსებით გავიარე ეს გზა და ჩემი შვილების და ჩემი ოჯახის სიმტკიცემ გამაძლიერა სწორედ! და ამიტომ, დღეს თქვენ წინაშე, ჩემს ოჯახთან ერთად! ქუთაისში, სადაც ოჯახი განსაკუთრებით იგივდება სამშობლოსთან, სიყვარულთან და მომავალთან. ეს არის ჩემი სიმდიდრე, ჩემი ისტორიაც და ხვალინდელი დღეც. გარწმუნებთ, თითოეული თქვენგანის ოჯახიც ჩემთვის ასევე ძვირფასია! ჩემი და ჩემი ოჯახის ღირსების დაცვით, თქვენი და თქვენი ოჯახების ღირსებას ნამდვილად დავიცავ ყოველთვის! და ამიტომ თქვენთან ერთად მინდა ვაკეთო ჩვენი ქალაქისთვის ბევრი კარგი საქმე, ვიზრუნო ყოველ დღე და ყოველ წუთს ქუთაისზე, რომელიც ჩვენთვის ქალაქზე მეტია! ერთად ბევრი შეგვიძლია და ამ შესაძლებლობებს ერთად გამოვიყენებთ ჩვენი ქუთაისისთვის! ახლა კი ოჯახთან ერთად ვდგავარ თქვენ წინაშე ღირსებით, და ხვალ ერთად მინდა გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე!“, - აცხადებს ქუთაისის მერობის კანდიდატი შემაჯამებელ მიმართვაში.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.19%
გაუარესდა - 52.99%
არ შეცვლილა - 12.82%
სულ - 117 ხმა