|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იოსებ ხახალეიშვილი: 2022 წლამდე რამდენიმე ახალი ობიექტის მშენებლობა დაიწყება, მათ შორის მნიშვნელოვანი საგზაო მაგისტრალების

,,დღევანდელი მოცემულობით, ქალაქში 15- მდე სხვადასხვა მასშტაბის ობიექტის მშენებლობა მიმდინარეობს. ამ დღეებში ჩვენ ვხვდებით სამუშაოების მწარმოებლებს და ადგილზე ვნახულობთ, თუ როგორ მიმდინარეობს სამუშაოები,“ -განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, მერმა 26 მაისის და ნიკეას ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

26 მაისის ქუჩის ტროტუარების რეაბილიტაცია თითქმის დასრულდა, ეწყობა მწვანე საფარი. სამუშოების ღირებულება 390 ათასი ლარია, რომელსაც შპს „ჯორჯიან სტოუნი“. ასრულებს. პროექტი მოიცავდა ტროტუარების მოპირკეთებას დეკორატიული ბეტონის ფილებით. ნიკეას ქუჩის მეორე შესახვევის #13-თან მიმდინარეობს სკვერის მოწყობა. შპს „არადანი“ 187 ათასი ლარის ღირებულების პროექტს ახორციელებს. სამუშაოები მოიცავს: საფეხმავლო ბილიკებს, ძელსკამებს, გარეგანათებას, გამწვანებას და ატრაქციონების დამონტაჟებას.

,,წლის დასაწყისამდე რამდენიმე ახალი ობიექტის მშენებლობა დაიწყება, მათ შორის მნიშვნელოვანი საგზაო მაგისტრალების. ის პროექტები, რომლებიც უკვე დაწყებულია, აუცილებლად დასრულდება მიმდინარე წლის ბოლომდე. ახლადდაწყებული პროექტები იქნება გარდამავალი. ბევრი მათგანი ევროკავშირის საგრანტო კონკურსების ფარგლებში იქნება დაფინანსებული, რაც მნიშვნელოვნად წაადგება ჩვენი ქალაქის ინფრასტრუქტურის და ზოგადად, იერსახის გაუმჯობესებას. აღნიშნული პროექტები აუცილებლად განხორციელდება სტანდარტების შესაბამისად - ხარისხიანად და დათქმულ ვადაში,“-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა