იქ არის ათეულობით ნივთიერება, რომელთაგან ძალიან დიდი ნაწილი არ არის აკრძალული - კობახიძე ქიმიურ იარაღზე
„ქართული ოცნების" პრემიერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 2024 წელს აქციების დასაშლელად, წყლის ჭავლში შესაძლოა გარკვეული კოდის [3439] ქვეშ გაერთიანებული "არა აკრძალული" ნივთიერებები ყოფილიყო გარეული, მაგრამ უარყოფს „კამიტის" გამოყენებას, რის შეესახებაც BBC-ის ფილმში არის ვარაუდი გამოთქმული
"ტყუილია, რომ ამ კოდის ქვეშ ერთ-ერთი ნივთიერება არის "კამიტი", რომელიც აკრძალულია. იქ არის ათეულობით ნივთიერება, რომელთაგან ძალიან დიდი ნაწილი არ არის აკრძალული.
რა თქმა უნდა, წყლის ჭავლში შეიძლება გამოყენებული იქნას არა აკრაძალული ნივთიერებები.
კოდის ქვეშ არის როგორც აკრძალული, ისე არა აკრძალული ნივთიერებები. კოდი არაფერს იძლევა. ამ დროს, BBC-მ გააკეთა რა, რომ მიუთითა კოდზე და შემდეგ თქვა ტყუილი, რომ ამ კოდის ქვეშ არსებული ერთ-ერთი ნივთიერება იყო გამოყენებული, რაც უხეში ტყუილია", - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძე ადასტურებს, რომ კოდით, 3439-ით, აღნიშნული ფხვნილი შეძენილ იქნა და დაამატა, რომ, "სავარაუდოდ" ეს ფხვნილი გამოყენებული იყო 2024 წლის აქციების დასაშლელად.
"იმ კოდის ქვეშ იყო, რა თქმა უნდა... შესყიდვას ექვემდებარებოდა არააკრძალული ნივთიერებებიც.
[არა აკრძალული ნივთიერებები 2024 წლის აქციებზე გამოყენებული] იქნებოდა, სავარაუოდ, რა თქმა უნდა, ეს ფხვნილი იქნა შეძენილი... ვიმეორებ, რომ ეს ფხვნილ იქნა შეძენილი. კოდი არაფერს იძლევა. კოდის ქვეშ არის ათეულობით ნივთიოერება, რომელთაგან უდიდესი ნაწილი არ არის აკრძალული", - აცხადებს კობახიძე.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით BBC შსს-მა "სიცრუეში უკვე ამხილა."
"რაც შეეხება [წყლის ჭავლში] ნივთიერების გარევას - ნივთიერება იყო გარეული. მთავარია, იყო თუ არა ეს ნივთიერება აკრძალული. რაც შეეხება კონკრეტულად ინფორმაციას „კამიტის“ გამოყენებასთან დაკავშირებით - ამაზე, [პრაქტიკულად, მტკიცებითი ფორმით საუბრობდა BBC, თუმცა, შსს-მ უკვე დაადასტურა ფაქტი, რომ არათუ არ გამოყენებულა ეს ნივთიერება, არც არასდროს შეუძენია შსს-ს, მათ შორის, ნაცმოძრაობის რეჟიმის პირობებშიც. ეს არის რაც შეიძლება ითქვას.
დანარჩენი - მიმდინარეობს გამოძიება, გამოძიებას აწარმოებს სუსი. ყველა დეტალი იქნება გასაჯაროებული საზოდადოების წინაშე გამოძიების დასრულების შემდეგ.
BBC-ის სიუჟეტი სერიოზული ტყუილია და ამას სჭირდება პასუხის გაცემა.
პირველი ინფორმაცია უკვე გამოქვეყნა - "კამიტი" არ გამოყენებულა, შესაბამისად BBC სიცრუეში უკვე ამხილა შსს-მ. დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება გამოძიების დასრულების შემდეგ.
რაც შეეხება „კამიტის“ გამოყენებას - ეს უკვე უარყო შსს-მ იმ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, რაც მის ხელთაა", - აცხადებს კობახიძე.
ცნობისთვის, BBC ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც წერია, რომ მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.
BBC-ის თანახმად, მათმა სამსახურმა ისაუბრა ქიმიური იარაღის ექსპერტებთან, საქართველოს საპოლიციო სპეცრაზმის ინფორმატორებთან და ექიმებთან და აღმოაჩინა, რომ არსებული მტკიცებულებები მიუთითებს ნივთიერების გამოყენებაზე, რომელსაც ფრანგული სამხედრო უწყება "კამიტეს" უწოდებდა - ეს ნივთიერება ბრომობენზილ ციანიდია, რომელიც მოკავშირეებმა პირველ მსოფლიო ომში გამოსაყენებლად შექმნეს.
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ქართულმა ოცნებამ განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ ის მათ წინააღმდეგ "ცრუ ბრალდებებს" შეიცავს. პარტია აცხადებს, რომ BBC-ის მიერ გავრცელებული "მძიმე და დაუდასტურებელი ბრალდებების" გამო, საერთაშორისო სასამართლოში სამართლებერივ დავას იწყებს.
მოგვიანებით, BBC-ის მიერ გავრცელებულ მასალაზე სუს-მა გამოძიება დაიწყო.
ავტორი:


-cropped.jpg)


15:14
14:34
13:46
17:22
















