|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"იქ სადაც ჩემი სახლია"- სპექტაკლის საპრემიერო პრომო აქცია გაიმართა

ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრმა წინა საპრემიერო პრომო აქცია მოაწყო.

აქციით თეატრმა დღეს დაგეგმილი პრემიერის შესახებ მიაწოდა საზოგადოებას ინფორმაცია. სპექტაკლი "იქ სადაც ჩემი სახლია" რეჟისორმა კახა გოგიძემ დადგა. " ამაყი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა მესხიშვილის თეატრში სპექტაკლის დადგმის. ამ პერფორმანსის დატვირთვა სპექტაკლის სათაურშია, რომ თეატრი, ქალაქი, სახელმწიფო ჩვენი სახლია, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ"-განაცხადა რეჟისორმა.

სპექტაკლი ერთი ოჯახის ამბავს ეხება, რომელშიც მათი ყოველდღიურობაა ასახული. პიესის ავტორი ლალი კეკელიძეა.

სპექტაკლში მესხიშვილის თეატრის მსახიობები თამაშობენ. პრემიერა 6 და 7 თებერვალს გაიმართება.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი