"იქნება სიურპრიზები" - ქუთაისში "ვენდისის" გახსნაზე დრამშოუ დაუკრავს
ქუთაისში "ვენდისის" რესტორნის გახსნა 2 მაისს 14. 00 საათზე საზეიმო ვითარებაში მოხდება.
"ვისოლ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი რუსუდან კბილაშვილის განცხადებით, გახსნის ცერემონიალზე დრამშოუ დაუკრავს.
"ახალი რესტორნის გახსნას დავამთხვიეთ ახალი მექსიკური ბურგერის - "არიბა" შეთავაზება, რომელიც დაემატება ჩვენს მენიუში, იქნება სიურპრიზები, სახალისო შოუები. იქნება აქცია და სპეციალური ფასები", - განაცხადა რუსუდან კბილაშვილმა.
ქუთაისში "ვენდისის" რესტორნის მშენებლობა რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა, განცხადებები მის გახსნასთან დაკავშირებით უკვე 2015 წლიდან კეთდებოდა.
როგორც კომპანიაში აცხადებდნენ, რესტორანში 150-მდე ადგილობრივი დასაქმდება.
ავტორი: ნიუპრესი