|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ირაკლი კობახიძემ ლერი ბარნაბიშვილიც გაათავისუფლა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლერი ბარნაბიშვილიც გაათავისუფლა. 

შეგახსენებთ, ბაღდათში, სტიქიის ზონაში სადაც ირაკლი კობახიძე ილია  ბარნაბიშვილთან ერთად ჩავიდა, მედიის კითხვაზე აპირებდა თუ არა პოსტიდან მის გაშვებას, უპასუხა, რომ არა, რადგან ის ყველაზე  კარგად იცნობს რეგიონებს. 

ცნობისთვის, ბარნაბიშვილი ამ პოსტს 2021 წლის მარტიდან იკავებდა. 

ავტორი: ნიუპრესი