ირაკლი კობახიძის განცხადებით, რამდენიმე კვირაში „ქართული ოცნება“ საარჩევნო კასმპანიას გახსნის
ირაკლი კობახიძე დღეს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე გახდა. მისი თქმით, პარტია მე-10 საიუბილეო გამარჯვებისთვის ემზადება. მისივე თქმით, ცოტა ხანში საარჩევნო კამპანიას გახსნიან.
„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლებია დარჩენილი. არჩევნებისთვის სამზადისი დაწყებული გვაქვს და რამდენიმე კვირაში უკვე ოფიციალურად გავხსნით საარჩევნო კამპანიას. პარტია სრულად იქნება მობილიზებული მე-10 საიუბილეო გამარჯვებისთვის და ეს გამარჯვება იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი კიდევ უფრო ძლიერი, კიდევ უფრო წელში გამართული, კიდევ უფრო განვითარებული საქართველოსკენ. ქართველი ხალხის მხარდაჭერით, ჩვენ მოვიგებთ მერის და საკრებულოს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში, რათა არცერთ მუნიციპალიტეტში არცერთი დღით არ შეჩერდეს განვითარება და სრულად დავიცვათ საქართველოს თითოეული მხარის, თითოეული კუთხის ინტერესები“, - განაცხადა კობახიძემ.
ავტორი: