ირანში პოლიციასა და მომიტინგე სტუდენტებს შორის შეტაკება მოხდა
ირანის დედაქალაქ თეირანის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, „შარიფის“ უნივერსიტეტში პოლიციასა და მომიტინგე სტუდენტებს შორის შეტაკება მოხდა. BBC-ის ინფორმაციით, სოციალურ მედიაში ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს სტუდენტები, რომლებიც გაურბიან უსაფრთხოების ძალებს, ისმის სროლის ხმა.
Iran International -ის ინფორმაციით, უსაფრთხოების ძალები თავს დაესხნენ სტუდენტურ საერთო საცხოვრებელს და ცეცხლსასროლი იარაღიდანაც ისროდნენ. სხვა ცნობებში საუბარია მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზის გამოყენებაზე.
შეგახსენებთ, ირანში საპროტესტო აქციები 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. გოგონა ზნეობის პოლიციამ ჰიჯაბის „არასათანადო ტარების“ გამო დააკავა, ის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
არასამთავრობო ორგანიზაცია “ირანის ადამიანის უფლებები” აცხადებს, რომ საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ ქვეყანაში 133 ადამიანი დაიღუპა.
ავტორი: