|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ის არის ჩვენი სინდისი, ჩვენი სახე, ჩვენი სიამაყე რეპრესიების პირისპირ - სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შეშფოთებას გამოთქვამს "ნეტგაზეთის" და "ბათუმელების" დირექტორის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის გამო და ჟურნალისტის გათავისუფლებას ითხოვს.

"თავისუფლება მზია ამაღლობელს. გადავარჩინოთ მზია ამაღლობელი, შიმშილობის მეჩვიდმეტე დღეს. ის არის ჩვენი სინდისი, ჩვენი სახე, ჩვენი სიამაყე რეპრესიების პირისპირ, რომელიც ეწინააღმდეგება ივანიშვილის რეჟიმის მცდელობას საქართველო რუსეთში შეათრიოს!"- წერს ზურაბიშვილი. 

ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს მიმდინარე აქციის დროს, თავდაპირველად, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

გამოცემა "ბათუმელების" დამფუძნებელს რეჟიმმა ბრალი ოფიციალურად 13 იანვარს წარუდგინა. მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმის, 353-ე პრიმა მუხლით გაასამართლებენ. ბრალის დადგენილება პროკურორებმა ჟურნალისტს ბათუმის იზოლატორში გააცნეს. დაკავებული ქალი ახლა დუმილის უფლებას იყენებს. ჟურნალიტის ინტერესებს სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს. მუხლი, რომელიც მზია ამაღლობელს წარუდგინეს, 7 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. 

 

ავტორი: