|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

განცხადებები, თითქოს აშშ-ს სურს საქართველოს ომში ჩათრევა, 100%-ით რუსული დეზინფორმაციაა - კელი დეგნანი

ის განცხადებები, რაც ისმის, რომ თითქოს აშშ-ს სურს  საქართველოს ომში ჩათრევა,  ან მეორე ფრონტის ხაზის გახსნა,  არის 100%-ით რუსული დეზინფორმაცია და ეს  არ არის სიმართლე, -    ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ 30 წელია მუშაობს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის.

 

„ის განცხადებები, რაც ისმის, რომ თითქოს აშშ-ს  სურს საქართველოს ომში ჩათრევა,  ან მეორე ფრონტის ხაზის გახსნა, ეს არის 100%-ით რუსული დეზინფორმაცია და ეს აბსოლუტურად არ არის  სიმართლე.  ამერიკას ყველაზე მეტად უნდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი შეჩერდეს და ყველაფერს აკეთებდა, ვიდრე  საომარი მოქმედებები დაიწყებოდა, ეს თავიდან აეცილებინა. აშშ-მ ამისთვის დიდი მუშაობა გაწია.

ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვინდა, რომ რომელიმე ქვეყანაში  ომი იყოს და ზოგადად, ევროკავშირი და NATO არის ორგანიზაციები, რომლებიც უსაფრთხოებას, სტაბილურობას, მშვიდობასა და წარმატებას უზრუნველყოფენ. სწორედ ევროატლანტიკური სივრცის წევრობა ნიშნავს და არის გარანტი მშვიდობის და ზუსტად ეს გვინდა ჩვენც და ქართველ ხალხსაც. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვართ ერთგულები საქართველოს ამ მისწრაფებების, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის“- განაცხადა კელი დეგნანმა.  

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა