"ის, რაც ხდება გელათში ყველას დანაშაულია" - მეუფე დავითი
"ის რაც ხდება გელათში ყველას დანაშაულია, დანაშაული ვრცელდება ერზე, ბერზე, მთავრობის წარმომადგენლებზე"- განაცხადა ალავერდელმა მეუფე დავითმა გელათში, დავითობის დღესასწაულზე. ის წირვა-ლოცვას დაესწრო, რომელიც ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფემ იოანე გამრეკელმა აღავლინა.
მათ გელათში არსებულ პრობლემებზე გადაგებაზეც ისაუბრეს, მოგვიამებით მეუფე დავითმა ჟურნალისტებთან განმარტა, რომ გელათის მონასტერში არსებულ მდგომარეობას დღეს დეტალურად გაეცნობა.
"ყველას დანაშაული იმიტომ არის, რომ პასუხისმგებლობა ეროვნული ღორებულებების კულტურულ ძეგლზე თანაბრად ყველასია. უნდა ვოცოდეთ, როგორ შენდებოდა და რომ უნდა მოვლა-პატრონობა. დანაშაული ვრცელდება ერზე, ბერზე, მთავრობის წარმადგენლებზე, იმიტომ რომ ყველა საქმეს არც ფული აკეთებს და არც მეცნიერი, არამედ აკეთებს სიყვარული. იყო პერიოდი, როდესაც ერის ადამიანები ანგრევდნენ ტაძრებს, ეს ცოდვა არ განელდება, თუ მომავალმა თაობამ ეს არ შეაფასა და გამოასწორა. რაც შეეხება მონასტრის მდგომარეობას, დროებითი გადახურვა ეს არის დროებითი მცდელობა, სრულად დამთავრებას სჭირდება სპეციალისტები და საქმისმცოდნეთა გუნდი. რადგან არის სხვადასხვა მიმართულება, აქედან გამომდინარე, დამნაშავე ერთი არაა, დამნაშავე ვართ ყველა, რადგან თავიდანვე არ ჩაიდო თანხა სპეციალისტების განათლებაში. ვაპირებთ, გავეცნოთ რა სამუშაოები გაკეთდა",-განაცხადა მეუფე დავითმა.
მან ასევე ისაუბრა ტაძრის ეზოში არსებულ პრობლემებზე და განაცხადა, რომ ეზო ამ მდგომარეობაში არ უნდა იყოს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი