„ისტორიიდან გამქრალი ქალები“-ლექცია ქუთაისში
“ქალთა ისტორიის თვე” ყოველ წელს აღინიშნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამ თვის აღნიშვნის მიზანი არის ისტორიიდან გამქრალი ქალების, მათი როლის და მიღწევების უკან დაბრუნება და ისტორიაში მათი მნიშვნელობის ხელახალი დამკვიდრება. ქალთა ისტორიის თვის აღნიშვნა ხელს უწყობს ქალთა წვლილის აღიარებას და წარმოჩენას სხვადასხვა სფეროში: მეცნიერებაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში, საჯარო სამსახურში, ლიტერატურაში, ხელოვნებაში, სპორტსა თუ მედიცინაში.
მარტში ქალთა ისტორიის თვეს სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნება. დღეს შეხვედრა გაიმართება ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 15:00 საათზე, სადაც მოწვეული იქნება მწერალი თამთა მელაშვილი.
თამთა მელაშვილი წაიკითხავს ლექციას საქართველოში ქალთა ისტორიის წერის შესახებ, საარქივო მუშაობაზე და მასალებზე დაყრდნობით.
ისაუბრებს წარმატებული ქართველი ქალების - ეკატერინე გაბაშვილის, ნინო ტყეშელაშვილისა და ლიდია მეგრელიძის შესახებ.
36 წლის მწერალი, თამთა მელაშვილი არის ავტორი წიგნებისა: „გათვლა“ და „აღმოსავლეთით.“ მან გენდერის მაგისტრის ხარისხი მიიღო ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში და ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის ფაკულტეტზე ასწავლის კურსს: „ქალთა ისტორიის შექმნა: თეორიები, მეთოდოლოგიები, არქივები.“.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი