ისტორიულ მუზეუმში მეღვინეობის შესახებ გამოფენა-პერფორმანსი გაიმართა
მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული კვირეული ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმ გამოფენა-პერფორმანსით დაიხურა.
ექსპოზიციით "იმერული ღვინის გზა“ სტუმრებმა იმერეთის მხარეში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ანტიკური დროი უნიკალური არტეფაქტები იხილეს, რომლებიც არქეოლოგიურ და ეთნოგრაფიულ ფონდებში ინახება და მეღვინეობის კულტურის ათასწლეულებს ასახავს.
პერფორმანსის დასასრულს, სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმსა და სახელმწიფო კოლეჯ „იბერიას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა. აღნიშნულის თანახმად, მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამის და GIZ -ის ექსპერტების მხარდაჭერით, „მეღვინე დეგუსტატორის“ პროფესიული პროგრამის განხორციელება იწყება.
ექსპოზიცია - პერფორმანსს, ოფიციალური სტუმრების გარდა, იმერელი მეღვინეებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი