|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ივანიშვილი აღარ არის პოლიტიკურ სპექტრს მიღმა, ის იღებს პასუხისმგებლობას - სალომე ზურაბიშვილი

 ივანიშვილი აღარ არის პოლიტიკურ სპექტრს მიღმა, რადგან ის ისევ პოლიტიკურ პარტიაშია, - განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ,,ევროაქტივთან“ ინტერვიუში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად, სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებით პასუხისმგებლობას იღებს მისი პარტიის ქმედებებზე.

„ის [ივანიშვილი] აღარ არის [პოლიტიკურ] სპექტრს მიღმა, რადგან ის ისევ პოლიტიკურ პარტიაშია, ასე რომ, ეს ყველაფერი ნათელია. გარკვეულწილად, უკან დაბრუნებით ის იღებს პასუხისმგებლობას წინა პოლიტიკაზე და იმაზეც, რაც უახლოეს თვეებში მოხდება", - განაცხადა ზურაბიშვილმა. 

პრეზიდენტის ინტერვიუ სრულად  

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.19%
გაუარესდა - 52.99%
არ შეცვლილა - 12.82%
სულ - 117 ხმა