ივანიშვილის კომპანიას ქუთაისში „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების მოჭრის უფლება მიენიჭა
ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას - ასოციაცია „ატუს“ ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობისთვის, „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების მოჭრის უფლება მიენიჭა. ამის შესახებ მთავრობის 17 მაისის განკარგულებაშია აღნიშნული.
კერძოდ, საუბარია, 60 ძირ „იმერულ მუხასა“ და 49 „ძელქვაზე“. განკარგულების თანახმად, ასოციაცია „ატუ“ ვალდებულია, ტერიტორიაზე მოჭრილი მერქნული რესურსი დაუკოტრავი სახით დაასაწყობოს ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მიღება-ჩაბარების აქტით, კანონმდებლობის შესაბამისად.
ცნობისთვის, აიპ ასოციაცია ატუ – რეგისტრირებულია იმავე მისამართზე, სადაც ბანკი ქართუს ცენტრალური ოფისი.
bpn.ge
ავტორი: ნიუპრესი