|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იზრდება ჩინოვნიკთა ჩამონათვალი, ვისაც ქონებრივი დეკლარაციის შევსება მოუწევს

იზრდება იმ ჩინოვნიკთა  ჩამონათვალი, ვისაც ქონებრივი დეკლარაციის შევსება მოუწევს - ცვლილებები „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში შედის. ცვლილებებზე კი ანტიკორუფციული ბიურო მუშაობს.

დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებით, იგეგმება იმ თანამდებობის პირთა ჩამონათვალის გაფართოება, ვისაც ქონებრივი დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება აქვს.  მუშაობა მიდის დეკლარაციების წარდგენის ვადების ცვლილებაზეც.

ცვლილებების თანახმად, ანტიკორუფციული ბიუროს მიენიჭება უფლებამოსილება, რომ მონიტორინგის პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე გასცეს რეკომენდაციები. 

გარდა ამისა, საფინანსო დეკლარაციების წარუდგენობა პოლიტიკური პარტიების ლიკვიდაციის საფუძველი შეიძლება გახდეს.

„ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მონიტორინგის პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე (მ.შ პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი) გაცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობისთვის შესაბამისი რეაგირების მექანიზმების შექმნა და გაუმჯობესება (მ.შ. ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების უფლებამოსილების მინიჭება, სახდელის სახეების და ოდენობის გადახედვა)“, - აღნიშნულია კანონის პროექტში.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.45%
გაუარესდა - 52.94%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 119 ხმა