|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჯანმო კორონავირუსის შემთხვევების ზრდას მოელის

 ჯანმო კორონავირუსის შემთხვევების ზრდას მოელის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

მისივე თქმით,  სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა მოსალოდნელი არ არის.

"ჩვენ მოველით, რომ კორონავირუსის დარეგისტრირებული შემთხვევების რიცხვი გაიზრდება, თუმცა ეს არ ეხება სიკვდილიანობის მაჩვენებელს, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გვაქვს ვაქცინები და თერაპიული საშუალებები, რომლებსაც შეუძლიათ სიცოცხლის გადარჩენა“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ასევე განაცხადა, რომ „ომიკრონის“ შტამი მსოფლიოში დომინანტურ შტამად რჩება.

ჯანმო ქვეყნებს ტესტირებისა და ვაქცინაციისაკენ მოუწოდებს. 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა