|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჯარიმები იზრდება, ტროტუარზე პარკირებული ავტომობილი კი დაუყოვნებლივ ევაკუაციას დაექვემდებარება

ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ტროტუარზე პარკირებული ავტომობილი დაუყოვნებლივ ევაკუაციას დაექვემდებარება.  პროექტი,  რომელიც პარკირების წესის დარღვევაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალიწინებს,  პარლამენტს განსახილველად  წარედგინება.

პროექტის თანახმად, უქმდება მანქანის საქარე მინაზე ჯარიმის ოქმის დატოვების წესი - სამართალდამრღვევს ოქმი სტანდარტული წესით გაეგზავნება და ამავდროულად სმს შეტყობინება მიუვა.

 50 ლარის ნაცვლად, 100 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს ისეთი დარღვევა, როგორიცაა: ავტომობილის-ველოსიპედის ბილიკზე მოძრაობა, დგომა ან გაჩერება; ტაქსის პარკირების ადგილზე გაჩერება; სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვება; ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე პარკირება და შშმ პირებისთვის განკუთვნილ გაჩერების ადგილზე პარკირება.

ასევე, 100 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს მსუბუქი მანქანისათვის გამოყოფილ პარკინგზე ტრაილერის, ავტობუსის და სხვა შეუსაბამო ტიპის სატრანსპორტო საშუალების პარკირება.

ზონალური პარკირების ადგილებში ამკრძალავი ნიშნის მოთხოვნის დაუცველობასა და პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 10-დან 50 ლარამდე იზრდება.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა