|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჯობია ცოტა შენელება - კარლ ჰარცელი მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით

ჯობია ცოტა შენელება, არ იყოს ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილებები დანიშვნებთან დაკავშირებით -  ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა წყალტუბოში ყოფნისას განაცხადა, რითაც უზენაესი სასამართლოს კანდიდატების დანიშვნასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, რეფორმა მნიშვნელოვანია და კარგი იქნება,  თუ ნაჩქარევად არ მოხდება გადაწყვეტილების მიღება დანიშვნასთან დაკავშირებით.

"სასამართლო რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე კანონის უზენაესობისადმი ნდობის გაზრდა და ნდობის დანერგვა მნიშვნელოვანია და ჩვენ ამას ბევრი წლის განმავლობაში მხარს ვუჭერთ. ჩვენს კოლეგებთან ერთად, აშშ-დან და ევროპის საბჭოდან უკვე გამოვთქვით ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით, რომ ჯობია ცოტა შენელება, არ იყოს ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილებები დანიშვნებთან დაკავშორებით. ასევე ამაში გათვალისწინებული უნდა იყოს ვენეციის კომისიის გადაწყვეტილება, იმისთვის, რომ იყოს ყველა კანდიდატის მიმართ ერთნაირი მიდგომა. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ასე განხილული პარლამენტში და ამ პერსპექტივას გაიზიარებს პარლამენტი. ეს გადაწყვეტილება, ასევე იქნება განხილული მაკროფინანსური დახმარების თვალსაზრისით და ევროკავშირ -საქართველოს ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით. შესწავლა ამ საკითხის უნდა გაგრძელდეს და იმედი მაქვს, ამასთან დაკავშირებით არ იქნება აჩქარება, იმიტომ რომ აჩქარება იქნება ცუდი სტარტი ხელშეკრულების განხორციელების პროცესში", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა