|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჯულიეტა ვაშაყმაძე გარდაიცვალა

ცნობილი ტელეწამყვანი და მსახიობი, ჯულიეტა ვაშაყმაძე 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.  

 ის საქართველოს ტელევიზიაში, დაარსების დღიდან, 1956 წლის 30 დეკემბრიდან მუშაობდა, ჯერ დიქტორად, ხოლო 1968 წლიდან ტელეკომენტატორად.

სხვადასხვა დროს მიჰყავდა საინფორმაციო, თეატრალური, კულტურული, სოციალური და სხვა სახის ტელეგადაცემები.

 

2013 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს ტელევიზიის დაარსების 57 წლისთავთან დაკავშირებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მთაწმინდის პარკში, თბილისის ანძის სიახლოვეს, საპატიო ვარსკვლავი გაუხსნა ტელევიზიის პირველ წამყვანებს: ჯულიეტა ვაშაყმაძეს, ლია მიქაძეს  და ალექსანდრა მაჭავარიანს.  ჯულიეტა ვაშაყმაძემ გადაღებულია ასევე კინოფილმებში. 

ჯულიეტა ვაშაყმაძე არის ცნობილი ტელეწამყვანის, გიორგი გაბუნიას დედა. 

ავტორი: ნიუპრესი