იუსტიციის სამინისტრომ აგენტების რეესტრი აამოქმედა
იუსტიციის სამინისტრომ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა რეესტრი“ აამოქმედა.
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსებას პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ, ამ რეესტრში დარეგისტრირებას ე.წ რუსული კანონი ავალდებულებთ.
ამ დროის მონაცემებით, რეესტრში არც ერთი ორგანიზიაცია არ იძებნება.
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის 1 აგვისტოს გამოქვეყნებული ბრძანების მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ“ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესები ოფიციალურად დამტკიცდა.
არასამთავრობო ორგანიზაციები, მიუხედავად სოლიდური ჯარიმებისა, უცხო ძალის აგენტად დარეგისტრირებას არ აპირებენ. ე.წ. რუსული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული.
ავტორი: