|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გენერალურ პროკურატურასთან ჭიათურელი მაღაროელები შეიკრიბნენ

თავისუფლება და სოლიდარობა მაღაროელებს, - ამ ლოზუნგით გენერალურ პროკურატურასთან ჭიათურელი მაღაროელები შეიკრიბნენ.

 ისინი დაკავებული 4 მაღაროელის საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყებას, ასევე ჭიათურმანგანუმთან დაკავშირენული კორუფციული თემების შესწავლას მოითხოვენ. 

 აქციაზე შეკრებილი ადამიანების თქმით, დაკავებული მაღაროელების საქმეზე ჩვენებები ცრუ მოწმეებმა მისცეს.

„ცრუობდნენ პროკურატურის მიერ მოყვანილი მოწმეები, ამის მიუხედავად, მოსამართლე თამარ მაზანაშვილმა მაინც პროკურატურის მხარდამჭერი გადაწყვეტილება მიიღო სრულიად უსაფუძვლოდ. ასე უსამართლოდ სხედან ეს ადამიანები, 28 აპრილს გახდება ერთი წელი", - თქვა ტარიელ მიქაცაძემ. 

 ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.  ისინი აქციის მონაწილეებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებენ. 

 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა