იუსტიციის სახლთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
ქუთაისში, იუსტიციის სახლთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. დაშავდა 4 ადამიანი, რომლებიც ინტერვენციული მედიცინის ცენტრში არიან გადაყვანილები. მათ შორის არიან არასრულწლოვანები.
შემთხვევა გუშინ, ღამის საათებში მოხდა. ავტომანქანა ხეს შეეჯახა, რის შემდეგაც მას ცეცხლი გაუჩნდა.
შსს ინფორმაციის თანახმად, საქმე სს კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილითაა აღძრული.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა




















