|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კაფე "სავანეს" საკითხს ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ხმაური მოყვა

ხმაური იყო ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე. კამათი  კაფე "სავანეს" მეპატრონეების განცხადებას მოყვა. ისინი შენობის დანგრევასთან დაკავშირებით, სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და მას  პოლიტიკურად მართულს უწოდებენ.

  საკრებულოს თავმჯდომარემ კაფეს მფლობელებს საკითხის სხდომის შემდეგ განხილვა შესთავაზეს, რასაც უკმაყოფილება მოყვა. სიტუაციის განსამუხტად ადგილზე დაცვის სამსახური გამოიძახეს. 

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ქუთაისის სასამართლომ ქალაქის ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფეს დანგრევის გადაწყვეტილება გამოიტანა. დავა მხარეებს შორის რამდენიმე წელია გრძელდება.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.45%
გაუარესდა - 52.94%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 119 ხმა