ნარკოტიკებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა გამკაცრდება - კანონში ცვლილებები შედის
„ქართული ოცნება“ ნარკოტიკებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის გამკაცრებას გეგმავს, ცვლილებები აღნიშნულთან დაკავშირებით, პარლამენტში დაინიცირდა.
ცვლილებები სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის.
„„სისხლის სამართლის კოდექსს“ ნორმები ემატება, რომლითაც დგინდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ისეთი ქმედებისთვის, როგორებიცაა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, გადაზიდვა ან გადაგზავნა; ასევე ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოტროპული ნივთიერების გასაღება; ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოტროპული ნივთიერების გაყიდვა; ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, გადაზიდვა ან გადაგზავნა. ასევე მკაცრდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადებისთვის, შეძენისთვის, შენახვისთვის, გადაზიდვისთვის, გადაგზავნისთვის ან ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის. განისაზღვრება ნარკოვაჭრობისა და ნარკომოვაჭრის ცნება.
ასევე განისაზღვრება, ვინ შეიძლება იყოს ნარკომოვაჭრის ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი და დაკავშირებული პირი.
დგინდება, თუ რა ჩაითვლება ნარკომოვაჭრის ქონებად. ამავე პროექტით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს ხუთ წლამდე ვადით შეეზღუდება სატრანსპორტო საშუალების მართვის, საჯარო სამსახურში საქმიანობისა და იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვისა და ტარების უფლება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ავტორი: