|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კანის დაავადებები

ანის დაავადებების უმრავლესობა სიცოცხლისთვის საშიში არ არის, მაგრამ ხშირად მას ახლავს დისკომფორტი და ვიზუალური გაუარესება. ამ პრობლემის დროს გამონაყარი სხეულის ნებისმიერ ნაწილში ან კანის მთელ ზედაპირზე ჩნდება. კანის დაავადებები ცალკეულ ჯგუფებად იყოფა: 

  • თანდაყოლილი;
  • ინფექციური;
  • ვირუსული;
  • სოკოვანი; 
  • პათოლოგიური; 
  • ანთებითი.  

კანის დაავადებებს შორის ყველაზე გავრცელებულია:

  • დერმატიტი - ვითარდება მაშინ, როდესაც ცილა  ფილაგრინის დეფიციტია. ეს არის ცილა, რომელიც კანში წყლის შეკავებასა და კანის დატენიანებას უზრუნველყოფს. მისი ნაკლებობით გამოწვეული კანის არასრულფასოვნების შედეგად კი ვითარდება სიმშრალე, ქავილი და სიწითლე.
  • აკნე - ცხიმოვანი ჯირკვლების ანთებითი დაავადებაა, რომლის გამომწვევი მიზეზი შეიძლება სხვადასხვა რამ იყოს. თუმცა, ყველაზე ხშირად, აკნეს პროვოცირება გარდატეხის პერიოდს და მის თანმხლებ მოვლენებს უკავშირდება, როგორიცაა: - ჰორმონალი ფონის ცვლილება და სასქესო ჰორმონების - ანდროგენების მატება.
  • წითელი ქარი - კანის ბაქტერიული დაბინძურების მიზეზი შეიძლება ქირურგიული ჭრილობა ან უბრალოდ  მწერის ნაკბენი გახდეს. წითელი ქარისთვის დასაწყისში სისუსტე და თავის ტკივილია დამახასიათებელი, ამას ხშირ შემთხვევაში მოჰყვება შემცივნება და ტემპერატურის მატება.

კანის დაავადებებისთვის დამახასიათებელია ქავილი და წვა. ხოლო, თუ დაავადება ინფექციურია, შესაძლებელია სხეულის ტემპერატურა, სისუსტე და გულისრევაც გამოიწვიოს. კანის დაავადებების მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი არსებობს. პაციენტები ამ დროს მედიკამენტებს იყენებენ. თუმცა, თუ კანის რომელიმე დაავადება ქვედა კიდურებზეა განვითარებული, ამ  დროს აუცილებელია მოძრაობის შეზღუდვა და კიდურის მოსვენება აწეულ მდგომარეობაში - ეს ამცირებს შეშუპებასა და ტკივილს. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, კი ჯანმრთელმა პაციენტებმა 1 თვის განმავლობაში უნდა ატარონ ელასტიკური წინდები. ხოლო მათ, ვისაც ლიმფური შეშუპება აქვთ, გაცილებით დიდ ხანს უხდებათ კომპრესიული ტრიკოტაჟის ტარება, ლიმფური დრენაჟის გასაუმჯობესებლად.

 

ავტორი: