კანის სხვადასხვა დაავადება და მათი მკურნალობის გზები
კანის დაავადებები განსხვავებული სიმპტომებითა და სიმძიმით ხასიათდება. ეს პრობლემები შესაძლოა იყოს დროებითი, მუდმივი, მტკივნეული ან უმტკივნეულო. კანის დაავადებები ცალკეულ ჯგუფებად იყოფა: თანდაყოლილი, ინფექციური, ვირუსული, სოკოვანი, პათოლოგიური და ანთებითი. კანის დაავადებებს შორის ყველაზე გავრცელებულია:
- დერმატიტი - ვითარდება მაშინ, როდესაც ცილა ფილაგრინის დეფიციტია. ეს არის ცილა, რომელიც კანში წყლის შეკავებასა და კანის დატენიანებას უზრუნველყოფს. მისი ნაკლებობით გამოწვეული კანის არასრულფასოვნების შედეგად კი ვითარდება სიმშრალე, ქავილი და სიწითლე.
- აკნე - ცხიმოვანი ჯირკვლების ანთებითი დაავადებაა, რომლის გამომწვევი მიზეზი შეიძლება სხვადასხვა რამ იყოს. თუმცა, ყველაზე ხშირად, აკნეს პროვოცირება გარდატეხის პერიოდს და მის თანმხლებ მოვლენებს უკავშირდება, როგორიცაა: - ჰორმონალური ფონის ცვლილება და სასქესო ჰორმონების - ანდროგენების მატება.
- წითელი ქარი - კანის ინფექციურ დაავადებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია. მისი მაპროვოცირებელი არაერთი მიზეზია ცნობილი, თუმცა, ის მხოლოდ დაზიანებულ კანსა და ლორწოვანში სტრეპტოკოკის შეჭრის შედეგად ვითარდება. კანის ბაქტერიული დაბინძურების მიზეზი შეიძლება ქირურგიული ჭრილობა ან უბრალოდ მწერის ნაკბენი გახდეს. წითელი ქარისთვის დასაწყისში სისუსტე და თავის ტკივილია დამახასიათებელი, ამას ხშირ შემთხვევაში მოჰყვება შემცივნება და ტემპერატურის მატება.
- ვარიკოზი - არის დაავადებაა, რომელიც კვანძების წარმოქმნისა და ვენოზური კედლის დათხელების შედეგად წარმოიქმნება. კვანძები, ძირითადად, განლაგებულია ფეხებზე, მაგრამ შესაძლოა ეს პრობლემა სხვადასხვა ორგანოზე განვითარდეს. ამ დაავადების ყველაზე გავრცელებული ფორმაა ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაგანიერება, რომელიც, ძირითადად, ქალების დაახლოებით 20-25%-ში გვხვდება.
კანის დაავადებების დროს რეკომენდებულია ელასტიური წინდების გამოყენება. ეს პროდუქტი ამცირებს შეშუპებასა და ტკივილს. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ ჯანმრთელმა პაციენტებმა გარკვეული დროის განმავლობაში უნდა ატარონ ელასტიკური წინდები. ხოლო მათ, ვისაც ლიმფური შეშუპება აქვთ, ლიმფური დრენაჟის გასაუმჯობესებლად გაცილებით დიდხანს უხდებათ კომპრესიული ტრიკოტაჟის ტარება.
კომპრესიული წინდები - დღის მანძილზე კომფორტისა და სიმსუბუქის შეგრძნებას განაპირობებს და გვიმსუბუქებს ყოველდღიურობას. მათი მოხმარება რეკომენდებულია: როგორც პროფილაქტიკის მიზნით, ასევე სამკურნალოდ. სწრაფი და ზუსტი მკურნალობა საბოლოოდ დაგავიწყებთ ვარიკოზს, ქვედა კიდურებში სიმძიმისა და დაღლილობის შეგრძნებას.
ელასტიურ წინდებში განარჩევენ რამდენიმე კლასს. პირველი კლასის გამოყენება შეიძლება როგორც პროფილაქტიკის, ასევე ვენური დაავდების მსუბუქი ფორმის დროს. რაც შეეხება დანარჩენ კლასებს, მათ აქვთ სამკურნალო დანიშნულება და ინიშნება ექიმის მიერ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის შესაბამისად. მათი ფართო არჩევანია კომპანია “ახალ ხედვაში”. ექსკლუზიური ბრენდების მიერ წარმოებული ეს პროდუქცია თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში არსებულ “ახალი ხედვის” მაღაზიებშია წარმოდგენილი. მათი ფასი 45 ლარიდან 335 ლარამდე მერყეობს.
ავტორი: