|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კახა გვანცელაძეს კორუფციასთან დაკავშირებულ საქმეზე ბრალი წარუდგინეს

თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს და მის თანამშრომლებს კორუფციასთან დაკავშირებულ საქმეზე ბრალი წარუდგინეს. ამის შესახებ დღეს გენერალური პროკურორის  გიორგი გვარაკიძის ბრიფინგიდან გახდა ცნობილი.

კახა გვაცნელაძე გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ეპიზოდში მონაწილეობს.

“გრიგოლ ლილუაშვილი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, მფარველობას უწევდა თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. ,,ატკატებს’’ იღებდა. ლილუაშვილი-გვანცელაძის ხსენებულ დანაშაულებრივ სქემაში კახაბერ გვანცელაძეს ჩართული ჰყავდა სააგენტოს ფინანსური აღრიცხვისა და გაანგარიშების, ასევე მონიტორინგის თანამშრომლები. ყველა მათგანის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის შესახებ”, – აცხადებენ პროკურატურაში.

გვანცელაძე ზემოხსენებულ თანამდებობაზე 2017-2023 წლებში მუშაობდა, არსებული ინფორმაციით, მან უკვე დატოვა ქვეყანა.

 

ავტორი: