კახა კუკავამ და გოგი წულაიამ მუხნარის ტყეში დაზიანებული ხეები მოჭრეს [VIDEO]
პარტია "თავისუფალი საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატმა კახა კუკავამ და შტაბის უფროსმა გოგი წულაიამ მუხნარის ტყეში ხეების სანიტარული ჭრა განახორციელეს.
ორგანიზაციის წევრების განცხადებით, ამ ქმედებით ხელისუფლების უმოქმედობა გააპროტესტეს. მათი თქმით, დაზიანებული ხეები ლპება, ამ დროს კი მოსახლებას შეშის პრობლემა აქვთ.
"ამას ქვია, გლახა ღორმა არც თვითონ ჭამა და არც სხვას აჭამა, ამიტომ ჩვენ მოვჭრით ამ დაზიანებულ ხეებს, განვახორციელებთ სანიტარულ ჭრას და ამ შეშას მივუტანთ სოციალურად დაუცველებს. ეს ქმედება ითვალისწინებს 1500 ლარიან ჯარიმას და გვაინტერესებს, თუ დაგვაჯარიმებენ. ამით ასევე ვეუბნებით მოსახლეობას, გაასუფთაონ ტყეები დაზიანებული ხეებისგან და თუ ვინმე დააჯარიმებს, მათ შეახსენონ ჩვენი ქმედება და გააპროტესტონ ჯარიმები", -განაცხადა გოგი წულაიამ.
პარტიამ მოჭრილი ხეები სოციალურად დაუცველ ოჯახს მიუტანა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი