კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე შალვა პაპუაშვილის კანდიდატურაა წარდგენილი.
როგორც კახა კუჭავამ პოსტის დატოვებაზე საუბრისას აღნიშნა, ის შორს არ მიდის და გუნდის შემადგენლობაში რჩება.
"მე შორს არ მივდივარ, ვრჩები პოლიტსაბჭოში, ვრჩები ჩემს გუნდთან. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ირაკლიმ ახსენა, რა თქმა უნდა, დეტალებზე არ ვისაუბრებთ, მომავალ წელს თგქვენ გაიგებთ უფრო მეტ დეტალს ამ მიმართულებასთან დაკავშირებით, რომელსაც მე ვუხელმძღვანელებ. რა თქმა უნდა, ეს კიდევ დამატებით ახსნის იმ მიზეზებს, რომელიც დღეს არ შეგვიძლია ბოლომდე ვთქვათ.
ყოველთის ვამბობდი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პარლამენტი არის ის ერთადერთი ადგილი, სადაც უნდა ხდებოდეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღება. არ იყო მარტივი პერიოდი, რომელიც გავიარეთ. მე შევეცადე ვყოფილიყავი ყველას თავმჯდომარე. ბევრი საინტერესეო პროექტი წამოვიწყეთ, რომელსაც დარწმუნებული ვარ შალვა პაპუაშვილი წარმატებით დაასრულებს და ბევრ სიახლესაც შემოგვთავაზებს," - განაცხადა კუჭავამ.
ავტორი: ნიუპრესი