კახელ ფერმერებს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აუნაზღაურდათ
გურჯაანის რაიონში ერთიანი აგროპროექტში ჩართულ ბენეფიციარებს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ. სოფლისმეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „აგროდაზღვევის პროგრამის“ მენეჯერი ლევან მაღრაძე, სადაზღვევო კომპანია ალდაგის წარმომადგენელი დაკახეთის რეგიონის გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტში დაზარალებულ ივანე ხუცოშვილს შეხვდნენ დასეტყვის შედეგად განადგურებული გარგრის ნაკვეთები დაათვალიერეს. სოფელ ახაშენის მკვიდრს, ივანე ხუცოშვილს სეტყვის შედეგად დაუზიანდა მოსავლის 70%. სადაზღვევო კომპანია ალდაგმა აღნიშნულ ბენეფიციარს აუნაზღაურა 21,546 ლარი. ბენეფიციარის მიერ სადაზღვევო პოლისის შესაძენადგადახდილმა თანხამ 820.80 ლარი შეადგინა, ხოლო სააგენტოს სუბსიდირებამ 3,283.20 ლარი.
2016 წლის სექტემბრის მონაცემებით საქართველოს მაშტაბით „აგროდაზღვევის პროგრამის“ ფარგლებში გაცემულია 16,139 პოლისი, პროგრამაშიჩართულია 12,772 ბენეფიციარია, სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პრემიის სუბსიდიის თანხამ 7,737,083.87 ლარი შეადგინა. დაზღვეულია 14,640.86 ჰა ფართობი მიწის ნაკვეთი, ხოლო მოსავლის ღირებულებამ ჯამში 125,774,643.03 ლარია. ქარიშხლის, ჭარბი ნალექისა და სეტყვის შედეგად 3,423.00 სადაზღვევო შემთხვევა დადგა, ასანაზღაურებელი თანხა პირველადი შეფასებით 5,180,568.02 ლარს შეადგენს. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობსზარალის შეფასება და თანხის ჩარიცხვა.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს ერთიან აგროპროექტს რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისიმიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
ავტორი: ნიუპრესი