კახეთის რეგიონში დამონტაჟებულ ფერომონიან დამჭერებზე აზიური ფაროსანა არ დაფიქსირებულა - სეს [VIDEO]
გამოჩნდა თუ არა აზიური ფაროსანა კახეთის რეგიონში, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი განმარტავს, რომ ფერომონიანი დამჭერები რეგიონის მასშტაბით 1300-მდე ლოკაციაზე განლაგდა, სპეციალური ხაფანგებისთვის ადგილები გავრცელების რისკის მიხევით შეირჩა.ინსპექტორის თქმით, მონიტორინგი ყოველკვირეულად მიმდინარეობს თუმცა კახეთის რეგიონში დამონტაჟებულ ფერომონიან დამჭერებზე აზიური ფაროსანა არ დაფიქსირებულა.
მაია არსენაშვილი გვიყვება, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზსა და რეგიონულ ოფისებს ხშირად მიმართავენ ადგილობრივები, რომლებიც სხვადასხვა მწერით ხელში ამტკიცებენ, რომ სწორედ აზიური ფაროსანა შენიშნეს, თუმცა ჯერ-ჯერობით არცერთი წარმოდგენილი ნიმუში აზიური ფაროსანა არ აღმოჩნდა.
სოფელ მანავის მოსახლეობა ამბობს, რომ მავნებლის შესახებ ინფორმაცია, ძირითადად ტელევიზიის საშუალებით ჰქონდათ. ფერმერების თქმით ბაღლინჯო ჯერ არც სახლებში და არც ბაღებსა თუ პლანტაციებში არ შეუნიშნავთ.
მედიაპროდუქტი მომზადებულია “ევროპისრეკონსტრუქციისადაგანვითარებისბანკის” EBRD-ისმხარდაჭერით “ერთადვებრძოლოთაზიურფაროსანა” პროექტისფარგლებში, რომელსაც “ჟურნალისტიკისრესურსცენტრი” – JRC პარტნიორმედიასაშუალებებთანერთადახორციელებს. ისშესაძლოაარწარმოადგენდეს EBRD-ისშეხედულებას.
ავტორი: ნიუპრესი