|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კახეთის რეგიონში მცხოვრები ფერმერები აგროდაზღვევის განახლებულ პროექტს გაეცნენ

დღეს თელავში სოფლისმეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს “აგროდაზღვევის“ პროექტის ხელმძღვანელი ლევან მაღრაძე კახეთის რეგიონის გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და ფერმერებს შეხვდა. პროექტის მენეჯერმა შეხვედრაზე აგროდაზღვევის პროგრამაში შესული ცვლილებები წარუდგინა და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მათ.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წელს დაიწყო და უკვე 2 წელია მიმდინარეობს.
2016 წელს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად პროექტის ფარგლებში ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 5ჰა.-მდე მიწის ნაკვეთი, თითოეული დამზღვევი 60% ნაცვლად მიიღებს 70% - იან თანადაფინანსებას პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, ხოლო ვაზზე 40-ის ნაცვლად 50%-ს.
მიწის  ნაკვეთის საჯარო  რეესტრში რეგისტრაციის შემთხვევაში ან უკვე არსებული საკადასტრო კოდით დაზღვევისას თანადაფინანსება არსებულზე 10%-ით მეტი იქნება.
აგროდაზღვევის პროგრამის მიზანია აგრო სექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება და სასოფლო–სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა.
პროგრამის ფარგლებში ფერმერებს საშუალება ეძლევათ დააზღვიონ მოსავალი სეტყვაზე, ჭარბნალექზე, ქარიშხალზე, საშემოდგომო ყინვაზე.
2014- 2015 წლებში აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში:

• გაცემულია 28,690 პოლისი
• დაზღვეული ფართობის შეადგენს 23,667 ჰა.
• ჯამში დაიზღვა 193,343,000 ლარის მოსავალი

• ფერმერების მიერ და ზღვევის მომსახურებაში გადასახდელი თანხიდან სახელმწიფომ მოახდინა 13,809,000 ლარის სუბსიდირება
• 2 წლისგანმავლობაშიფერმერებმა 12,434,000 ლარის ოდენობის ზარალის ანაზღაურება მიიღეს
აგროდაზღვევის პროექტის ბიუჯეტი ისევე როგორც შარშან წელსაც 10 მილიონ ლარს შეადგენს.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროექტი მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 2013 წლიდან ახორციელებს მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც გათვილილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა