"კეთილი ინებოს დამსაქმებელმა და უზრუნველყოს შრომის უსაფრთხო პირობები"
ტყიბულში მომხდარ კიდევ ერთ უბედურ შემთხვევას უმრავლესობის დეპუტატი თამარ ხულორდავა გამოეხმაურა. დეპუტატიოის განცხადებით, დამსაქმებელმა კეღთილი უნდა ინებოს და უსაფრთხო შრომის პირობები უზრუნველყოს.
"როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს უბედურება?! თუ ეკონომიკურად მომგებიანია ეს საქმიანობა, კეთილი ინებოს დამსაქმებელმა და უზრუნველყოს შრომის უსაფრთხო პირობები. ქვანახშირის წარმოების ძალიან მაღალი რისკის მიუხედავად, შესაძლებელია გარკვეული პრევენციული ზომების მიღება. ამას მოწმობს ის, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ქვანახშირის შახტებში უბედური შემთხვევები პრაქტიკულად არ ყოფილა. მესმის, რომ მინდელის შახტაში დასაქმებული 1500 ადამიანისთვის შახტის დახურვა გამოსავალი არ არის... მაგრამ სწორედ ამ მაღალი რისკის გამო მიიღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობამ ქვანახშირის მოპოვების დახურვის გადაწყვეტილება. დარჩენილ ქვეყნებში ქვანახშირის წარმოების დახურვის გრძელვადიანი გეგმები და პროგრამები არსებობს, რომ ასეთი წარმოების მქონე ქვეყნებს წარმოების დახურვით გამოწვეულ სოციალურ პრობლემებთან გამკლავებაში დაეხმაროს. ჩვენც უნდა შევიმუშაოთ ასეთი პროგრამა და იქ დასაქმებულებს ალტერნატივა შევთავაზოთ"- განაცხხადა თამარ ხულორდავამ.
შეგახსენებთ, დღეს გამთენიისას ტყიბულის შახტაში მომხდარმა აფეთქებამ 4 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 6 -მა სხეულის დამწვრობა მიიღო, 2 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
ავტორი: ნიუპრესი