კიევი ბლოკადისთვის ემზადება - ქალაქი სურსათის 2-კვირიანი მარაგით შეივსო
კიევი ბლოკადისთვის ემზადება. ქალაქი სურსათის 2-კვირიანი მარაგით შეივსო, - ამის შესახებ ინფორმაციას კიევის საქალაქო ადმინისტრაცია "ტელეგრამის" საშუალებით ავრცელებს.
ქალაქის ადმინისტრაციის ცნობით, ის ორი მილიონი კიეველი, რომელთაც თავისი სახლები არ დატოვეს, გაუარესებულ მდგომარეობასთან პირისპირ არ დარჩებიან. დედაქალაქის მთავრობამ ბიზნესთან თანამშრომლობის გზით მაქსიმუმი გააკეთა იმისათვის, რომ გაიხსნას აფთიაქები, მაღაზიები და მისაღები ფასები იყოს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქალაქი უკრაინელ და უცხოელ პარტნიორებს მადლობას უხდის იმისთვის, რომ მათ კიევის მაღაზიების მომარაგება უმოკლეს დროში შეძლეს.
„გარდა ამისა, ქალაქში მიმდინარეობს პენსიებისა და ხელფასების დარიცხვა, ამიტომ ვთხოვთ კიევის მცხოვრებლებს, რომ, შეძლებისდაგვარად, სურსათის შეძენის გარდა, კომუნალური გადასახადებიც გადაიხადონ, რომელსაც სრული დატვირთვით იღებენ. ამასთანავე, დაეხმარეთ მათ, ვინც თქვენ გვერდით არის!“, - ნათქვამია კიევის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ავტორი: ნიუპრესი