|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კინოაკადემიამ ბიძინა ივანიშვილის ხეების გადატანის შესახებ გადაღებული ფილმის ჩვენებები გააუქმა

საქართველოს კინოაკადემიამ სალომე ჯაშის ცნობილი ფილმის, "მოთვინიერების" ჩვენებები გააუქმა. როგორც ჯაში წერს, დღევანდელი სეანსის გარდა ყველა ჩვენება გაუქმებულია. 

ფილმი "ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ხეების გადატანას ეხება.

 ეს არის პირველი შეთხვევა საბჭოთა მმართველობის შემდეგ,  როცა საქართველოში ფილმის ჩვენება აიკრძალა.  

"მიზეზი, რომელიც მის დირექტორს მინდია ესაძეს აქვს, ისაა, რომ მათთვის მიუღებელია აჩვენონ "ნაწარმოები, რომელიც აზრთა სხვაობას იწვევს და საზოგადოებას პოლიტიკური ნიშნით ყოფს". მინდია ესაძეს ფილმი არ უნახავს. და ასევე არ გინახავთ - კი, ფილმი იწვევს აზრთა, ასევე გრძნობათა უფრო მრავალფეროვნებას, ვიდრე სხვადასხვაობას. ქართულ პოლიტიკაზე ფილმში ხსენება არაა და რომც იყოს, მერე რა.

ერთი დეტალი. ფილმი ნომინირებული იყო ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზე. ხოლო ქართული კინოაკადემია ფილმის საკუთარ დარბაზში გაშვებაზე ამბობს უარს, იმიტომ რომ არ "გაიჭყლიტონ" (ესეც ციტატაა)" - წერს სალომე ჯაში.

კინოაკადემიის ხელმძღვანელი, კონსტანტინე (მინდია) ესაძე კინოჩვენებების გაუქმების მიზეზად მის შინაარსს ასახელებს და არნიშნავს, რომ "მოთვინიერების" ორი ჩვენება უკვე გაიმარტა კინოაკადემიის ლურჯ კინოდარბაზში.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა