“კლინიკა ბომონდში" კატასტროფის ბრიგადამ აფხაზეთიდან 32 წლის ქალი შემოიყვანა
“კლინიკა ბომონდი”-ს ცხელების ცენტრში აფხაზეთიდან, კატასტროფის ბრიგადის მიერ შემოყვანილი 32 წლის ქალის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან.
კლინიკის ხელმძღვანელის მამუკა მიქაძის თქმით, დაახლოებით 30-31 კვირის ორსული კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში შემოვიდა.
ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისთვის აუცილებელი გახდა საკეისრო კვეთის ჩატარება. ამ დროისათვის პაციენტი რეანიმაციაში, ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული, ხოლო ახალშობილი ბავშვთა რეანიმაციაში იმყოფება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
“კლინიკა ბომონდი”-ს ცხელების ცენტრში კოვიდ ინფექციაზე ამ ეტაპზე 5 საეჭვო პაციენტის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან.
მათი ნაწილი სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სახლებიდან, ნაწილი კი კატასტროფის ბრიგადებმა საავადმყოფოებიდან
ავტორი: ნიუპრესი