|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"კლინიკა ბომონდი"-ს ცხელების ცენტრში მოთავსებულ 7 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

"კლინიკა ბომონდი"-ს ცხელების ცენტრში მოთავსებული პაციენტებიდან 7-ს კორონავირუსი არ დაუდასტურდა საეჭვო პაციენტებს შორის იყო 32 წლის ქალი აფხაზეთიდან, გალის რაიონიდან, რომელიც კლინიკაში კატასტროფის ბრიგადამ მძიმე მდგომარეობაში შემოიყვანა და მისთვის საკეისრო კვეთის ჩატარება გახდა საჭირო.

ქალბატონი ამჟამად კლინიკის რეანიმაციული განყოფილების ბოქსირებულ პალატაშია მოთავსებული.

კორონავირუსზე საეჭო პაციენტებს შორის იყო დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან გადმოყვანილი ორსული.

ამ დროისათვის ცხელების ცენტრში ორი პაციენტი იმყოფება, რომლის ლაბორატორიული კვლევის შედეგებსაც დღის განმავლობაში ელოდებიან.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა