|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კლინიკაში გუშინ გარდაცვლილი 47 წლის ქალის ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს

ქუთაისში ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გარდაცვლილი პაციენტის ოჯახი ექიმებს დაუდევრობაში ადანაშაულებს.

ახლობლების ინფორმაციით, 47 წლის ქალი კლინიკაში გუშინწინ თორკმლის უკმარისობით წყალტუბოდან გადაიყვანეს. ოჯახის თქმით, მას ოპერაცია დაგვიანებით ჩაუტარდა, რამაც გართულება და სიკვდილი გამოიწვია.

გარდაცვლილოს ოჯახმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა, ისინი დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ.

კლინიკაში ბრალდებას არ ეთანხმებიან. მათი თქმით,  პაციენტი რთული მდგომარეობით შევიდა, მას ადგილზე ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კლინიკა მზადაა ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა