|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კლინიკაში შეიყვანეს ახალგაზრდა ქალი, რომელიც სავარაუდოდ სასულიერო პირმა სასტიკად სცემა

ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში დაზიანებებით ახალგაზრდა ქალი შეიყვანეს, რომელიც სასტიკად არის ნაცემი. პაციენტს დაზიანებები სახის, თავის, გულ-მკერდსა და კიდურებზე აღენიშნება. მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. მისი ინტერესებიდან გამომდინარე, ვინაობას არ ვასახელებთ.

როგორც წყარო გვატყობინებს, ახალგაზრდა ქალი კლინიკაში მამაკაცმა შეიყვანა. მისი თქმით, ის მძიმე მდგომარეობაში ქუთაისისა და ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის დამაკავშირებელ გზაზე იპოვა. დაუზუსტებელი ვერსიით, დანაშაული სასულიერო პირმა ჩაიდინა, რომელიც სავარაუდოდ, ქალის მეგობარი იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო და საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

ავტორი: ნიუპრესი