"კლინიკაში თავისი ფეხით შევიდა" - გარდაცვლილი ორსული გოგოს ოჯახი ექიმების დასჯას ითხოვს
გადაუდებელი საკეისრო კვეთის შემდეგ 20 ივნისს გარდაცვლილი 21 წლის გოგო ოჯახი ექიმების ბრალელულობაზე საუბრობს.
სოფო კვარაცხელიას ახლობლების თქმით, ის შეუძლოდ გახდა, თუმცა კლინიკაში თავის ფეხით შევიდა და მძიმე მდგომარეობაში არ იყო.
"კლინიკაში თავისი ფეხით შევიდა. არ ვიცით, რა მოხდა ოპერაციის დროს და რამ გამოიწვია გართულებები. დაისაჯოს მკურნალი ექიმი, ასევე ის ექიმები, ვინც ოპერაცია ჩაატარეს", -აცხადებენ გარდაცვლილის ახლობვლები.
მათი თქმით, პაციენტს თანმდევი დაავადებები არ ქონია, წარსულში ჩატარებული ოპერაცია კი გართულების მიზეზი ვერ გახდებოდა.
პაციენტს ოპერაცია "კლინიკა ბომონდში" ჩაუტარდა. მომხდარზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სოცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
კლინიკაში აცხადებენ, რომ მელოგინის გადარჩენა თანმხლები დაავადების გამო ვერ მოხერხდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი