კლუბი „თეთრნულდი“ ვანსა და ბაღდათში 24 ოჯახს სურსათით და მედიკამენტებით დაეხმარება
კლუბი „თეთრნულდი“ ვანსა და ბაღდათში დიდთოვლობისგან დაზარალებულ 24 ოჯახს სურსათით და მედიკამენტებით დაეხმარება - კლუბის ხელმძღვანელის, არჩილ გეგენავას ინფორმაციით, კლუბის ანგარიშზე შესული თანხით ოჯახებისთვის საჭირო პროდუქცია შეიძინეს.
„გამზადდა ვანი- ბაღდათის მოსახლეობისთვის, 24 ოჯახისთვის პირველადი სურსათი და მედიკამენტები, მათი საჭიროება გასაუბრების დროს გამოიკვეთა. თანხა შემოვიდა ანგარიშზე სულ 540 ლარი და დღეს დაიხარჯა, სურსათში 365 ლარი, დარჩენილი თანხით შესაძენი იქნება პური, სანთლები საწვავი. ხვალ კიდე ველოდებით შემდეგი დღისთვის რესურსებს. მადლობა ყველას ნდობისთვის“, - აცხადებს გეგენავა.
ცნობისთვის, დასავლეთ საქართველოში უკვე მე-5 დღეა სტიქიას ებრძვიან. გუშინ, 27 თებერვალს ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ქუთაისიდან ჩასული მოხალისე-მაშველები ოთხს ოჯახს დაეხმარნენ.
ავტორი: ნიუპრესი