|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კობა ნარჩემაშვილი ქუთაისის #90-ე უბანზე მომხდარი ფაქტის გამოძიებას ითხოვს

 ქუთაისის # 49 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან"  კობა ნარჩემაშვილი #90-ე უბანზე მომხდარ ფაქტს ეხმიანება.

"მინდა დავგმო ის ფაქტები, რომელიც #90-ე უბანზე დაფიქსირდა, როდესაც ჟურნალისტებს არ მისცეს საშუალება შეესრულებინათ საკუთარი პროფესიული მოვალეობა. სწორედ მსგავს ფაქტებს ებრძოდა ქართული ოცნება და არაფრით უნდა დავუშვათ განმეორდეს ის, რაც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა. იმედი მაქვს, აღნიშნულ ფაქტს სამართალდამცავი ორგანოები ობიექტურად და ყოველმხრივ გამოიძიებენ. გამოკვეთენ ყველა მონაწილე მხარის ქმედების შინაარსს, ხასიათს და მისცემენ შესაბამის სამართლებრივ შეფასებას. "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" არის ძალა, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის, სამართლიანობისა და თავისუფლების გარანტია. ამიტომაც, ყველამ, კიდევ ერთხელ, ჩვენი არჩევანი უნდა გავაკეთოთ თავისუფლებაზე, ჩვენი ქვეყნის სწრაფ განვითარებაზე და ხალხის კეთილდღეობაზე! მჯერა,ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!",- განაცხადა კონა ნარჩემაშვილმა.

დეპუტატობის კანდიდატმა ასევე მადლობა გადაუხადა თავის ამომრჩევლებს.

"მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი გუნდის თითოეულ წევრს, რომელიც აქტიურად იყო ჩართული წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობაში. მადლობა ყველა იმ ქუთაისელს, რომელიც მენდობა და თვლის, რომ შემიძლია მათი ინტერესები ღირსეულად დავიცვა საქართველოს პარლამენტში და თავისი არჩევანს სწორედ ჩემს კანდიდატურაზე აკეთებს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წინ მეორე ტური გვაქვს და კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა და მობილიზებაა საჭირო, რათა ქუთაისმა შეძლოს და ღირსეულად წარმოაჩინოს თავი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში".

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი