ქუთაისის პროკურორებსა და მერიის მაღალჩინოსნებს კორუფციაში ადანაშაულებენ
კოლეჯ "მედიკფორტეს" დირექტორმა იზა დიაკვნიშვილმა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იმერეთის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარემ თემურ ცამციშვილმა დასავლეთ საქართველოს საოლქო პრიკურატურის წინ ბრიფინგი გამართეს და ქუთაისის პროკურორები და მერიის მაღალჩინოსნები კორუფციაში დაადანაშაულეს.
კოლეჯ "მედიკფორტეს" დირექტორი იზა დიაკვნიშვილი ადგილობრივ თვითმმართველობას მისი საკუთრების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებაში, პროკურატურას კი გამოძიების ხელოვნურად გაჭიანურებასა და მერიის მაღალჩინოსნებზე ხელის დაფარებაში სდებს ბრალს. ის მოითხოვს გენერალურმა პროკურატურამ გამოიძიოს პროკურორებისა და მერიის ჩინოვნიკების დანაშაულებრივი ქმედებები.
თემურ ცამციშვილის განცხადებით კი, ამ დრომდე ცდილობენ მთელი ეს ამბავი დააბრალონ ერთ კერძო პირს, რომელსაც შეაფასებინეს აღნიშნული ობიექტი.
„პროკურატურა ცდილობს, რაც საქმის მასალებიდანაც კარგად ჩანს, რომ ხელი დააფაროს "ქართული ოცნების" კონკრეტულ ჩინოვნიკებს. მიუხედავად იმისა, რომ აშკარად იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაული კონკრეტული თანამდებობის პირების მიმართ, რომელთა დავალებით უკანონოდ მოხდა ჯერ საიჯარო ხელშეკრულების გაწყვეტა, შემდეგ შენობის ხელოვნურად, დაბალ ფასად შეფასება და კერძო საკუთრების წართმევა. ამ დრომდე ცდილობენ მთელი ეს ამბავი დააბრალონ ერთ კერძო პირს, რომელსაც შეაფასებინეს აღნიშნული ობიექტი.
მიუხედავად იმისა, რომ არანაირი მოლოდინი არ არსებობს, რომ ესენი საქმეს ლოგიკურ გაგრძელებას მისცემენ, მესაკუთრე და ჩვენც ვაპირებთ სხვა უწყებებსაც მივმართოთ“, - განაცხადა თემურ ცამციშვილმა.
ავტორი: ნიუპრესი