|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კომენდანტის საათი, შესაძლოა, მარტის ბოლოდან მოიხსნას

21:00 საათიდან გადაადგილების შეზღუდვა, შესაძლოა, მარტის ბოლოს შემსუბუქდეს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეპიდვითარების სტაბილიზაციის ფონზე შეზღუდვების შემსუბუქება გაგრძელდება.

„ვაკვირდებით ეპიდსიტუაციას. თუ ასეთი სტაბილური იქნა, შემდეგ ეტაპზე ეს საკითხიც შეიძლება იქნას განხილული. დღეს კიდევ შემსუბუქების ერთი ეტაპი დაიწყო. ყოველი შემსუბუქების შემდეგ 10 დღე, ორი კვირა უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციას და შემდეგ ეტაპზე ეს საკითხიც განიხილება. დარწმუნებული ვარ, ესეც შემსუბუქდება, ოღონდ, ეპიდვითარების სტაბილიზაციის ფონზე“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ავტორი: ნიუპრესი