|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კომპანია “ახალი ხედვის” მაღალი ხარისხის ორთოპედიული პროდუქტები

კომპანია “ახალი ხედვა” ქართულ ბაზარს უმაღლესი ხარისხის თანამედროვე სამედიცინო პროდუქტებით 2012 წლიდან ამარაგებს.   ეს სამედიცინო ნივთები სხვადასხვა დანიშნულებისაა და მათ ადამიანები მკურნალობის, პროფილაქტიკისა და რეაბილიტაციის მიზნით იყენებენ. “ახალი ხედვის” მაღაზიათა ქსელში  საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული თურქული, იტალიური, გერმანული და შვეიცარიული ბრენდების პროდუქტები ოპტიმალურ ფასებშია ხელმისაწვდომი. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში თქვენ შეხვდებით ექსკლუზიური ბრენდების - Sigvaris-ის, Morsa Cyberg-ის, Darco-ს, Bauerfeind-ისა  და სხვა საერთაშორისო მწარმოებლების პროდუქციას.

  • კომპანია “ახალი ხედვის” ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებს შორისაა:

 

  • კისრის ორთოპედიული ბალიშები - გადატვირთული ცხოვრების წესიდან გამომდინარე, კისრის ტკივილი ადამიანებისთვის საკმაოდ ნაცნობი პრობლემაა. ხშირ შემთხვევაში ეს უსიამოვნო შეგრძნება    ადამიანებში ქრონიკულ   სტრესს,   ემოციურ   დაძაბულობასა   და შფოთს იწვევს. ამ დროს  კისრის ბალიშების გამოყენება კარგი გამოსავალია. მათი გამოყენება ხსნის დაღლილობისა და დაჭიმულობის შეგრძნებას ხერხემლის არეში. სამედიცინო ბაზარზე უკვე დიდი ხანია არსებობს კისრის გასაბერი ბალიშიც, რომლის გამოყენება შესაძლებელია როგორც კომპიუტერთან მუშაობისას, ასევე სახლის პირობებში, მგზავრობისას ან დასვენებისას. შესაბამისად, კისრის ორთოპედიული ბალიშების ასორტიმენტიდან მარტივად შეგიძლიათ შეარჩიოთ ბალიში თქვენი კომფორტული ძილისთვის ან  ყოველდღიური საქმიანობისთვის.
  • ორთოპედიული ფიქსატორი ძირითადად სხეულის ნებისმიერი ნაწილისთვის არის განკუთვნილი. ის უდრეკი ან რბილი მასალისგან მზადდება და სახსრის მოძრაობას ნაწილობრივ ან სრულად ზღუდავს. ეს პროდუქტი განკუთვნილია სხვადასხვა ხარისხის დაზიანებისთვის და ტრავმის შემდგომი მდგომარეობის გართულების თავიდან ასაცილებლად. 
  • ვარიკოზის მოვლის საშუალებები - ხელს უწყობს ვენებში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, ხელს უშლის სისხლის შეგუბებას, ახდენს დაავადების შემდგომი პროგრესირების პროფილაქტიკას. ფეხებში ამცირებს შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას.

სასურველი პროდუქტების შერჩევა შეგიძლიათ კომპანიის 13 საფირმო სამედიცინო მაღაზიაში თბილისში, გორში,ბათუმსა და ქუთაისში. გარდა ამისა,  სამედიცინო ნივთების ყიდვა ონლაინ მეთოდითაც, კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზეც არის შესაძლებელი: www.akhalikhedva.ge.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა