|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კონტრაქცია რიონის ხეობაში - მოსახლეობის მეორე ნაწილი ჰესის მშენებლობის დაწყებას ითხოვს

რიონისხეობის მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივები ამჯერად ნამოხვანჰესის მშენებლობის დაწყებას მოითხოვენ. მათი თქმით, პროექტი ერთადერთი შანსია ხეობის გადასარჩენად.

"არასწორია ინფორმაცია, თითქოს ჰესი საფრთხეებს შეიცავს.  დაცლილია სოფლები და თუ სამუშაო ადგილები შეიქმნება, მოსახლეობა ხეობაში დაბრუნდება,  განვითარდება ინფრასტრუქტურა და ტურიზმი.  ვითხოვთ დროულად დაიწყოს ჰესის მშენებლობა"- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეები ჰესის მოწინააღმდეგეების პროტესტსაც გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ ჰესზე უსაფრთხოების ზომები დაცული იქნება და რეგიონის წალეკვის საფრთხე არაა.

 ცნობისთვის,  რიონის ხეობაში ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ადგილობრივების აქცია მეოთხე თვეა მიმდინარეობს. ისინი ხეობაში გიგანტური ჰესის აშენებას მიუღებლად მიიჩნევენ. დღეს კი,  ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები აქციას თბილისში მართავენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი